---
title: "მუხლი 50. მორიგი ყოველწლიური ფასიანი შვებულება — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/50"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "50"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 50. მორიგი ყოველწლიური ფასიანი შვებულება — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 50 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/50

მორიგი ყოველწლიური შვებულება შს ორგანოს თანამშრომელს ეძლევა:
– 10 წლამდე სამსახურისათვის – 30 კალენდარული დღე;
– 10-დან 15 წლამდე სამსახურისათვის – 35 კალენდარული დღე;
– 15-დან 20 წლამდე სამსახურისათვის – 40 კალენდარული დღე;
– 20 წლის სამსახურის შემდეგ – 45 კალენდარული დღე.
ყოველწლიური მორიგი შვებულება შს თანამშრომლებს ეძლევათ კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. ცალკეულ შემთხვევებში, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის ბრძანებით, პირს ყოველწლიური გამოუყენებელი წინა წლის შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის 1-ლ კვარტალში. ყოველწლიური მორიგი შვებულების ხანგრძლივობა შს ორგანოს ახლად მიღებული თანამშრომლისათვის გამოითვლება პროპორციულად, გამომუშავებული დროის ანგარიშიდან: ორ-ნახევარი დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. ამიტომ შს ორგანოს თანამშრომელს, რომელსაც უფლება აქვს 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობის შვებულების მიღებისა, უნაზღაურდება მგზავრობის ღირებულება შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობის ღირებულება, ამასთან ემატება დღეები მგზავრობისათვის. 10 დღეზე ნაკლები შვებულება შს ორგანოს თანამშრომელს მისი სურვილისამებრ შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის შვებულებასთან ერთად.
შს ორგანოს თანამშრომლებს, რომლებიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი მოტივებით დასათხოვი პირებისა), თავიანთი სურვილით შეუძლიათ ისარგებლონ მორიგი ყოველწლიური შვებულებით.
ორ წელიწადში ერთხელ შს ორგანოს თანამშრომლის ოჯახის ერთ-ერთ წევრს უხდიან შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობის ღირებულებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება  №669 - სსმ III, №173, 06.12.2007წ., მუხ.1913

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/51.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
