---
title: "მუხლი 52. შვებულება ავადმყოფობის გამო — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/52"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "52"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 52. შვებულება ავადმყოფობის გამო — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 52 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/52

შს ორგანოს თანამშრომელს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება ავადმყოფობის სახით. ავადმყოფობის გამო უწყვეტად შვებულებაში ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, იმ შემთხვევის გარდა, როცა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო ხანგრძლივი სამკურნალო დრო. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო უწყვეტად შვებულებაში ყოფნის ვადის გასვლისა და შს ორგანოს თანამშრომლის განკურნების შემდეგ მუშაკი ექვემდებარება სამხედრო-სამედიცინო კომისიის შემოწმებას ვარგისიანობაზე, რათა მიეცეს შემდეგში სამსახურის გაგრძელების უფლება. შს ორგანოს თანამშრომელს, რომელმაც ჭრილობა, დასახიჩრება ან კონტუზია მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამკურნალოდ ყოფნის დრო არ განესაზღვრება. აღნიშნული თანამშრომელი მკურნალობის დამთავრების ან ავადმყოფობის გავლის შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას.
ავადმყოფობის გამო შვებულების დრო არ შედის ყოველწლიური მორიგი შვებულების ანგარიშში.
შს ორგანოს თანამშრომელს ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დათხოვნისას ავადმყოფობისათვის შვებულება არ ეძლევა.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/53.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
