---
title: "მუხლი 57. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/57"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "57"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 57. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 57 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/57

შს ორგანოს თანამშრომლებს, რომლებიც სწავლობენ სასწავლებლებში დაუსწრებელ და საღამოს სწავლების ფორმაზე, უწესდებათ შეღავათები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ფეხმძიმე ქალები და ქალები შს ორგანოს რიგებიდან, აგრეთვე მამები – შს ორგანოს თანამშრომლები, დედის გარეშე ბავშვების აღმზრდელნი (დედის სიკვდილის შემდეგ, მშობლის უფლების ჩამორთმევით, ხანგრძლივი სამკურნალოდ მყოფნი და სხვა შემთხვევებში, როცა ბავშვი დედის მზრუნველობას მოკლებულია), სარგებლობენ ყველა იმ უფლებით და შეღავათით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. შს ორგანოს თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის წამლებითაც) შს სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში.
შს ორგანოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს აქვთ სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, პანსიონატებსა და შსს სისტემის ტურისტულ ბაზებში ფასიანი სანატორიულ-კურორტული მკურნალობის უფლება, რისთვისაც შს ორგანოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს (ცოლი, ქმარი, არასრულწლოვანი შვილები) უნაზღაურდებათ საგზურის ღირებულება 50 პროცენტის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ შს ორგანოს თანამშრომელს ვერ უზრუნველყოფენ სანატორიულ-კურორტული მკურნალობით შსს სისტემის სამედიცინო დაწესებულებებში, მას შეუძლია შეიძინოს შეღავათებით სხვა უწყების საგზური შს სამინისტროს ხარჯზე.
შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენსაციას დადგენილი წესით.
შს ორგანოს თანამშრომელი ყველა სახის ტრანსპორტით მგზავრობისას, მივლინებებისას, აგრეთვე შვებულების დროს სარგებლობს ურიგოდ ბილეთების შეძენის უფლებით. სამსახურიდან ავადმყოფობის, ხანდაზმულობის, გაუარესებული ჯანმრთელობისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნილ თანამშრომლებს, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად დაღუპულ ან გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ სამინისტროს სისტემაში 10 კალენდარული წლის სამსახურის სტაჟი, უფლება აქვთ უსასყიდლოდ მიიღონ მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ან საბაღე მეურნეობისათვის ქალაქის ტიპის დასახლებაში – 0,1 ჰა და სოფლად – 0,25 ჰა თითო ოჯახზე.
შს ორგანოს თანამშრომლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირას, კომუნალურ (ელექტროენერგია, გაზი, გათბობა, წყალმომარაგება და სხვ.) და სატელეფონო გადასახდელს 50 პროცენტის ოდენობით, მიუხედავად საცხოვრებელი ბინის კუთვნილებისა.
დანარჩენ სხვა შეღავათებს, გარანტიებსა და კომპენსაციებს ადგენენ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები.
შს ორგანოს თანამშრომლის შვილებს ეძლევათ ადგილები ბავშვთა ბაღებში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), სკოლა-ინტერნატებსა და საზაფხულო-გამაჯანსაღებელ ბანაკებში განცხადების შეტანიდან 3 თვის ვადაში შეღავათიანი პირობებით, აღნიშნული დაწესებულებების უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/58.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
