---
title: "მუხლი 61. შს ორგანოს თანამშრომლების ასაკობრივი შუზღუდვა — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/61"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "61"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 61. შს ორგანოს თანამშრომლების ასაკობრივი შუზღუდვა — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 61 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/61

შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ შს ორგანოებში 55 წლამდე ასაკის ჩათვლით.
შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებანი, შეუძლიათ იმსახურონ შს ორგანოებში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:
ა) პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი – პოლიციის კაპიტანი – 50 წელი (თადარიგი); 55 წელი – გადადგომით;
ბ) პოლიციის მაიორი – პოლიციის პოლკოვნიკი – 55 წელი (თადარიგი); 60 წელი – გადადგომით;
შს ორგანოს თანამშრომლები, რომლებმაც მიაღწიეს ზღვრულ ასაკს, აღნიშნული მუხლით ექვემდებარებიან დათხოვნას, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დებულებით.
სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი ატესტაციისა და დადებითი სამედიცინო დასკვნისას , შს მინისტრის ნებართვით პოლიციის პოლკოვნიკის სპეცწოდების მქონე შს ორგანოს თანამშრომელს, მისი თანხმობით, შეუძლია გაუგრძელდეს სამსახურის ვადა განსაზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე.
სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება არ გამორიცხავს შს ორგანოს თანამშრომლის დათხოვნის შესაძლებლობას აღნიშნული დებულებით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/62.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
