---
title: "მუხლი 67. ოფიცერთა დათხოვნა თადარიგში — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/67"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
article: "67"
identifier: "139"
adopted: "1997-03-17"
consolidated_as_of: "2012-12-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-12-31"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 67. ოფიცერთა დათხოვნა თადარიგში — საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2012-12-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-12-31.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 67 (consolidated as of 2012-12-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/67

უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში:
ა) ასაკის გამო – პირები, რომელთაც მიაღწიეს დებულების 61-ე მუხლით დადგენილ ასაკს;
ბ) ავადმყოფობის გამო – სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები უვარგისად სამხედრო სამსახურისათვის მშვიდობიან დროს (ომის პირობებში – II ხარისხის შეზღუდულად ვარგისები);
გ) ჯანმრთელობის გაუარესების გამო – სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მშვიდობიან დროს ვარგისად მიჩნეულები სამხედრო სამსახურისთვის სამწყობრო სამსახურების გარდა (ომის პირობებში – I ხარისხის შეზღუდულად ვარგისები), სათანადო ვაკანტური თანამდებობების უქონლობის გამო მათი სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის დროს;
დ) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო საატესტაციო წესით;
ე) სხვა სამსახურში, უწყებაში, სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით;
ვ) შტატების შემცირებით;
ზ) პირადი პატაკით.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებულება  №236 - სსმ III, №49, 10.04.2007წ., მუხ.540

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/109642-sakartvelos-shinagan-sakmeta-organoebshi-samsakhuris-gavlis-wesis-shes/68.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
