---
title: "მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება — საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11134-sakartvelos-sakhelmwipo-sashinao-valis-problemata-shemswavleli-sakhelm/3"
law: "საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ"
article: "3"
identifier: "108"
adopted: "2004-11-15"
consolidated_as_of: "2025-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება — საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-16), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/11134-sakartvelos-sakhelmwipo-sashinao-valis-problemata-shemswavleli-sakhelm/3

1. კომისია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სახელმწიფო საშინაო ვალის და მის მართვასთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში თავის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები.

2. კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ ეხება „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11134-sakartvelos-sakhelmwipo-sashinao-valis-problemata-shemswavleli-sakhelm/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11134-sakartvelos-sakhelmwipo-sashinao-valis-problemata-shemswavleli-sakhelm/4.md
