---
title: "მუხლი 24. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/24"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "24"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/24

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის II და IV თავებით. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონება შეიძლება გადაეცეთ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5549 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/25.md
