---
title: "მუხლი 3². გაცვლა — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-2"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "3^2"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3². გაცვლა — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 3² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-2

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლაზე ვრცელდება ამ კანონის 3 1 მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებითა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული წესები.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გაცვლისას გამოიყენება ამ კანონის 3 1 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-20 მუხლით, 42-ე მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებითა და 45 2 მუხლის მე-7−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.

3. გაცვლისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-3.md
