---
title: "მუხლი 3³. სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაცია — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-3"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "3^3"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3³. სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაცია — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 3³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-3

სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ამ ქონების რეალიზაციის ფორმისა) ახალ მესაკუთრესა და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულება/ვალდებულებები, აგრეთვე შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, თუ აღნიშნული ქონების ამ მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციამდე სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/3-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/4.md
