---
title: "მუხლი 30. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/30"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "30"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემა — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/30

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/29-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/31.md
