---
title: "მუხლი 41. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/41"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "41"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/41

1. წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: ა) პრივატიზება; ბ) მართვის უფლებით გადაცემა; გ) გაცვლა.

2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5063 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/42.md
