---
title: "მუხლი 47⁴. 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-4"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "47^4"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47⁴. 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 47⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-4

2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მყიდველი ვალდებულია ასევე დაარეგისტრიროს შესასრულებელი და დასადასტურებელი ვალდებულებები. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-5.md
