---
title: "მუხლი 47⁵. პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-5"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "47^5"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47⁵. პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 47⁵ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-5

1. თუ პრივატიზებული შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს აღემატება, ქონების სააგენტო შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის ნამეტ (გაზრდილ) ფართობზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით და საფასურის გადახდის შემთხვევაში.

2. თუ პრივატიზებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს 10 პროცენტზე მეტით აღემატება, ქონების სააგენტო ნამეტ (გაზრდილ) ფართობზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით და საფასურის გადახდის შემთხვევაში. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48.md
