---
title: "მუხლი 48. სახელწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის  შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლოს პატიება — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "48"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. სახელწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის  შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლოს პატიება — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48

1. სახელმწიფო ქონების შემძენს, მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის ქონების მმართველისათვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.

2. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტუარს ეპატიოს მოქმედი/შეწყვეტილი უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/47-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/48-1.md
