---
title: "მუხლი 49⁴. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების ან/და ამ პირობის შეცვლის დროებითი წესი — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/49-4"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "49^4"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49⁴. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების ან/და ამ პირობის შეცვლის დროებითი წესი — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 49⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/49-4

1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 3 მუხლით ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 3 მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების საფუძველზე სახელმწიფო ქონების შემძენი/სარგებლობის უფლებით მიმღები პირი თავისუფლდება ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისთვის დაკისრებული გადაუხდელი/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 3 მუხლით ან  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103 3 მუხლით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადის გადაცილებით გამოწვეული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის 49 1 მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 49​ 1 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №724 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/49-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/50.md
