---
title: "მუხლი 6³. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა — სახელმწიფო ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/6-3"
law: "სახელმწიფო ქონების შესახებ"
article: "6^3"
identifier: "3512"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6³. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა — სახელმწიფო ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ქონების შესახებ, მუხლი 6³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/6-3

1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს.

2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.

3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის აქტი ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება შეიძლება განაწილდეს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე მუნიციპალიტეტისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან/და სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემით. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის  გადაწყვეტილება  №1/1/811 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/6-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112588-sakhelmwipo-konebis-shesakheb/6-4.md
