---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/1"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "1"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულების, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს.

2. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები რეგულირდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/2.md
