---
title: "მუხლი 12¹. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/12-1"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "12^1"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12¹. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 12¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/12-1

1. თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით).

2. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/13.md
