---
title: "მუხლი 19. პოლიტიკური დანაშაული — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/19"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "19"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. პოლიტიკური დანაშაული — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/19

1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად.

2. პოლიტიკური დანაშაულის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.

3. პოლიტიკურ დანაშაულად არ განიხილება სახელმწიფო მეთაურის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის ხელყოფა ან ასეთი ხელყოფის მცდელობა, აგრეთვე ყველა ის დანაშაული, რომლის ჩადენის შემთხვევაშიც საქართველოს აღებული აქვს ექსტრადიციის ვალდებულება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ინდივიდუალური შეთანხმებების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/20.md
