---
title: "მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/32"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "32"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/32

1. პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო.

2. კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში პირის ამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 34 1 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პირის ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

5. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/33.md
