---
title: "მუხლი 35. ნივთიერ მტკიცებულებათა გადაცემა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/35"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "35"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ნივთიერ მტკიცებულებათა გადაცემა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/35

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის ჩამორთმეული საგნები ან/და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნები და დოკუმენტები, თუ ისინი არ ეკუთვნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, უნდა გაიგზავნოს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის ექსტრადიციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/34-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/36.md
