---
title: "მუხლი 42. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცედურები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/42"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "42"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცედურები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/42

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს პროკურატურა უგზავნის საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მასზე სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით.

2. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა.

3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
თავი V. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემა (გადმოცემა)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/43.md
