---
title: "მუხლი 46. მსჯავრდებულის ტრანზიტით გადაყვანა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/46"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "46"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. მსჯავრდებულის ტრანზიტით გადაყვანა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/46

1. უცხო სახელმწიფოს მიერ მესამე სახელმწიფოსთვის გადასაცემი მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს მსჯავრდებულის გადამყვანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო.

3. საქართველოსთვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე შუამდგომლობით ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
თავი VI. განაჩენის აღსრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/47.md
