---
title: "მუხლი 48. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/48"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "48"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/48

საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად გადასაგზავნი განაჩენის ორიგინალი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
ბ) უცხო სახელმწიფოს თხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/49.md
