---
title: "მუხლი 52. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/52"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "52"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/52

1. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდევინება შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/53.md
