---
title: "მუხლი 53. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედ — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/53"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "53"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედ — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/53

1. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს აღნიშნული სასჯელის გამოყენებას იმავე სახის დანაშაულისათვის.

2. ყველა საჭირო გარემოების მხედველობაში მიღების შემდეგ უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო წყვეტს, აღასრულოს თუ არა ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.

3. თუ შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ, მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი იმ ვადის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით; იგი არ უნდა აღემატებოდეს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილ სასჯელის ვადას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/54.md
