---
title: "მუხლი 56². ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-2"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "56^2"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56². ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 56² (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-2

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახის თანამშრომლობა:
ა) ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება;
ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირებასა და მოძიებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებისა და საბანკო გადარიცხვების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონიტორინგი;
გ) ქონების ჩამორთმევა;
დ) ჩამორთმეული ქონების განაწილება (გაყოფა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს და შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის.

2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობის მიმღებ სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის ინიციატორი სახელწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობა.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/56-3.md
