---
title: "მუხლი 6¹. საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/6-1"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "6^1"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/6-1

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს უნდა დაერთოს წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ადრესატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ.

3. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირისთვის პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოძახების შესახებ უწყების ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტების მოთხოვნები.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/7.md
