---
title: "მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/8"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "8"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/8

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ.

2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9.md
