---
title: "მუხლი 9. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9"
law: "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "9"
identifier: "3541"
adopted: "2010-07-21"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით.

4. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან , დაექვემდებარონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ შეზღუდვას მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით .
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/112594-siskhlis-samartlis-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/9-1.md
