---
title: "მუხლი 1. არსი და შემუშავების მიზნები — ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/1"
law: "ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1131547"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2019-04-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. არსი და შემუშავების მიზნები — ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2019-04-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-04-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/1

1. ზოგადი განათლების
კვალიფიკაციათა
ჩარჩო არის ეროვნული
საკვალიფიკაციო
ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი, რომელშიც
სისტემატიზებულია
ზოგადი განათლების
საბაზო
საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების
კვალიფიკაციები.

2. ზოგადი განათლების
საბაზო
საფეხურის კვალიფიკაცია არის ზოგადი განათლების დაწყებითი და
საბაზო
საფეხურების პროგრამების დაძლევით მიღწეული სწავლის შედეგი, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით.

3. სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაცია არის ზოგადი განათლების სამივე საფეხურის პროგრამების დაძლევით მიღწეული სწავლის შედეგი, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტით.

4. ზოგადი განათლების
კვალიფიკაციათა
ჩარჩოს მიზანია:
ა) ზოგადი განათლების კომპეტენციებსა და ქვეყნის განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურის კომპეტენციებს შორის ურთიერთკავშირის აღწერა;
ბ)
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე სისტემების მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
გ)
საერთაშორისო დონეზე
თავსებადობისა
და
შესადარობის
უზრუნველყოფა განათლების მიღებისა თუ
კვალიფიკაციათა
აღიარების პროცესის
გასამარტივებლად;
დ)
მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/2.md
