---
title: "მუხლი 2. ზოგადი განათლების სისტემის აღწერა — ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/2"
law: "ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1131547"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2019-04-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ზოგადი განათლების სისტემის აღწერა — ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2019-04-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2019-04-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/2

1. ზოგადი განათლების დაწყების ასაკია
5
წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს
ამ
წესიდან
გამონაკლისი შემთხვევები.

2. სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებით
ი
(6 წელი),
საბაზო
(3 წელი) და საშუალო (3 წელი)
.
ზოგადი განათლების დაწყებით და
საბაზო
საფეხურებზე
სწავლა სავალდებულოა.
დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა
,
საბაზო
საფეხურის დაძლევამდე.

3. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად დაწესებულებას სჭირდება
ავტორიზაცია.

7. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო
,
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით.

8. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

9. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და
პლურალისტური.

10. ზოგადი განათლების
საბაზო
საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვ
ს
ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.

11. მოსწავლეს უფლება აქვს
,
გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

12. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

13. საბაზო
საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, სწავლა გააგრძელოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/3.md
