---
title: "მუხლი 3. კვალიფიკაციათა აღმწერი — ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/3"
law: "ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1131547"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2019-04-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კვალიფიკაციათა აღმწერი — ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2019-04-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2019-04-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/3

1. ზოგადი განათლების
კვალიფიკაციათა
აღმწერი განსაზღვრავს ზოგადი განათლების
საბაზო
საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგებს ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე:
ა)
ცოდნა და გაცნობიერება;
ბ)
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
გ)
დასკვნის უნარი;
დ)
კომუნიკაციის უნარი;
ე)
სწავლის უნარი;
ვ)
ღირებულებები.

2. კვალიფიკაციათა
აღმწერი ერთმანეთისაგან განასხვავებს ზოგადი განათლების
საბაზო
საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების
კვალიფიკაციებს
და უზრუნველყოფს მათ შორის ლოგიკურ კავშირს.

3. ზოგადი განათლების საფეხურები, სწავლის შედეგების მიხედვით, აღწერილია იერარქიულად. ზოგადი განათლების ყოველ მომდევნო საფეხურზე წინა საფეხურის სწავლის შედეგების საფუძველზე მიიღწევა დამატებითი სწავლის შედეგები.

4. ზოგადი განათლების
საბაზო
საფეხურის სწავლის შედეგებია:
ა)
ცოდნა და გაცნობიერება – ძირითად მეცნიერებათა საფუძვლების
საბაზო
ცოდნა. ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება;
ბ)
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული
უნარების
გამოყენება ყოფითი მარტივი ამოცანების შესასრულებლად;
გ)
დასკვნის უნარი – პრაქტიკული და შემეცნებითი
უნარების
გამოყენებით ყოფითი მარტივი პრობლემების გააზრება და მათ შორის კავშირების დადგენა;
დ)
კომუნიკაციის უნარი – ყოფით მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყე
ნე
ბით
საჭირო ინფორმაციის მოძიება, ასევე უცხოურ ენაზე აზრის გაგება და გადაცემა;
ე) სწავლის უნარი – სიცოცხლის განმავლობაში (უწყვეტი) სწავლის მნიშვნელობის გააზრება და შემდგომი სწავლის შესახებ არჩევანის გაკეთება;
ვ)
ღირებულებები – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.

5. სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა)
ცოდნა და გაცნობიერება – ძირითადი მეცნიერებებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და კონცეფციების ცოდნა, გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების გაცნობიერება;
ბ)
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – შემეცნებითი და პრაქტიკული
უნარების
ფართო სპექტრის გამოყენება, დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა
მიდგომ
ის შეფასება, სათანადო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევა;
გ)
დასკვნის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში
წა
რ
მოქმნილი
პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი;
დ)
კომუნიკაციის უნარი – განსხვავებულ სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ზოგად საკითხებზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, უცხოური ენის პრაქტიკულად გამოყენება;
ე)
სწავლის უნარი – წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება;
ვ)
ღირებულებები – განსხვავებულ სიტუაციებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესაბამისად მოქმედება.
დანართი №2
პროფესიულ
კვალიფიკაციათა
ჩარჩო

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1131547-erovnuli-sakvalipikatsio-charchos-damtkitsebis-shesakheb/annex/1/1.md
