---
title: "მუხლი 12¹. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის პრივატიზების წესი — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12-1"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "12^1"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12¹. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის პრივატიზების წესი — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 12¹ (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12-1

1. საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად ან შენობა-ნაგებობიდან მომდინარე მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პრივატიზება, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მიწის ნაკვეთი რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

2. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 18 ივნისის კანონი №138 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 22.06.2015წ.
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/13.md
