---
title: "მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/13"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "13"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 13 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/13

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში  მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს  დამფუძნებლის თანხმობით.

2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით  მთავრობის თავმჯდომარე, სამინისტროს წარდგინებით.

3. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო ან/და მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის ამ კანონით დადგენილი წესით განკარგვა.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირსა და მყიდველს შორის.

6. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 17 მაისის კანონი №164-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 21.05.2012წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/12-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/14.md
