---
title: "მუხლი 16. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/16"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "16"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 16 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/16

1. ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.

2. ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების ორგანოებს და საჯარო სამართლის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

3. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს ქონების სარგებლობაში მიმღებმა.

4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/17.md
