---
title: "მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/28"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "28"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 28 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/28

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში სამინისტრომ წარუდგინოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცოს:
ა) მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის ხელისუფლების ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები;
დ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები;
ე) სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

2. სამინისტრომ 2011 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/29.md
