---
title: "მუხლი 3. ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო , ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/3"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "3"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ქონების მართვისა და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო , ქონების შემძენი, ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 3 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/3

1. ქონების პრივატიზების ეფექტურად წარმართვისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას;
ბ ) ახორციელებს ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონის და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2. ქონების განკარგვას / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემას ( ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ), ამ კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში , ახორციელებს სამინისტრო .

3. ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოს, სხვა სუბიექტის ან ხელისუფლების ორგანოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.

4. სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი წესით ქონებას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემს:
ა) საქართველოს სახელმწიფოს;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს;
გ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას;
დ) ფიზიკურ პირებს, ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ შექმნილი შესაბამისი კომისი(ებ)ის რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან/და ხელისუფლების ორგანო(ები)ს მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.

6. უძრავი ქონების, წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვისას ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისას ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ქონების დასახელებას, საპრივატიზებო საფასურს და საპრივატიზებო პირობებს ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარე სამინისტროს წარდგინების საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რაც სამინისტროს მიმართვასთან ერთად წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/4.md
