---
title: "მუხლი 5. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/5"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "5"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 5 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/5

1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია:
ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა;
გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო.

3. ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 16 მაისის კანონი №5 8 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 24.05.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №48 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/6.md
