---
title: "მუხლი 6¹. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/6-1"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "6^1"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 6¹ (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/6-1

1. სამინისტრო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს .

2. სამინისტრო უფლებამოსილია , ნებისმიერი ინფორმაცია ან / და დოკუმენტი მიიღოს , გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით .

3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მათ მიერ შექმნილი ან მათთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი .

4. (ამოღებულია - 23.06.2017, № 48 ).

5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან / და ელექტრონული საშუალებებით .

6. სამინისტროში დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებენ ასლის დედანთან იგივეობას .

7. სამინისტროს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს სამინისტროს ვებგვერდის (www.mofea.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №48 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/7.md
