---
title: "მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობა — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/7"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "7"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. აუქციონში მონაწილეობის პირობა — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 7 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/7

1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემის მიზანია , საკუთრების / სარგებლობის / მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს / სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით  საკუთრების / სარგებლობის / მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც აიღებს ვალდებულებას , დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები , და ვაჭრობის პროცესში სამინისტროს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს / სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს .

2. ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ან საჯარო აუქციონის ფორმით . ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს მინისტრი .

3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია / ბე . საბანკო გარანტიის / ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი / მართვის უფლებით გადამცემი / სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში .

4. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების განკარგვისას / სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას / ბეს , ან / და აუქციონში გამარჯვებული ქონების საპრივატიზებო / სარგებლობაში გადაცემის საფასურს წარადგენს ვებგვერდ www.eauction.ge- ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით .

5. აუქციონის შედეგები უქმდება , თუ :
 ა ) განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური ;
 ბ ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის / სარგებლობის / მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა .

6. ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში .

7. ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა , აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის / ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში , თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან / და პირობები .

8. თუ სამინისტრომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე / სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება , აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე / წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია .

9. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი ქონების განკარგვა / სარგებლობაში / მართვის უფლებით გადაცემა , ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასურით ან / და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის / სარგებლობაში / მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება , როგორც განმეორებითი აუქციონი . განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური შეიძლება 50%- მდე შემცირდეს , ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა / სარგებლობაში / მართვის უფლებით გაიცა , საწყისი საპრივატიზებო / სარგებლობის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს .

10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვა/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემა შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/7-1.md
