---
title: "მუხლი 9. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები — \"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
url: "https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/9"
law: "\"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ\""
article: "9"
identifier: "matsne 1134545"
adopted: "2010-12-10"
consolidated_as_of: "2021-03-02"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები — "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

> Text consolidated as of 2021-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ", მუხლი 9 (consolidated as of 2021-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/9

1. სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით , ხოლო მთავრობის თავმჯდომარე  ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას , უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა . ქონების მყიდველის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 50%- ის შესრულების დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში , სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობის 50%- ის შემცირების თაობაზე .

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 18 ივნისის კანონი №116 - უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 23.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1134545-acharis-avtonomiuri-respublikis-konebis-martvisa-da-gankargvis-shesakh/10.md
