---
title: "მუხლი 11. საქპატენტის ბიუჯეტი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/11"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "11"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საქპატენტის ბიუჯეტი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 11 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/11

1. საქპატენტი ფინანსდება:
ა) საქპატენტის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება საქპატენტის ანგარიშზე, რომელსაც განკარ­გავს მხოლოდ საქპატენტი. საქპატენტის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ბიუჯეტში.

4. საქპატენტი ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საქპატენტის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დასაშვებია წლის განმავლობაში საქპატენტის მიერ გამოუყენებელი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.

6. საქპატენტის ბიუჯეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.

7. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი III. პატენტუნარიანობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/12.md
