---
title: "მუხლი 15. ინფორმაციის გახსნა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/15"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "15"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ინფორმაციის გახსნა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/15

მონაცემები, რომლებიც ტექნიკის დონეს მიეკუთვნება, არ მოახდენს გავლენას განაცხადით გათვალისწინებული ობიექტის პატენტუნარიანობაზე, თუ ეს მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა პრიორიტეტის თარიღამდე არაუგვიანეს 6 თვისა:
ა) მესამე პირის მიერ გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების შედეგად;
ბ) გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამოგონების პარიზის კონვენციის ფარგლებში ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენციის (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს) ფარგლებში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე ექსპონირებისას.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/16.md
