---
title: "მუხლი 16. ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/16"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "16"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/16

1. გამოგონებად არ მიიჩნევა:
ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;
ბ) მხატვრული ქმნილება;
გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა;
დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები;
ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი;
ვ) შენობა-ნაგებობის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტები;
ზ) ინფორმაციის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3235 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/17.md
