---
title: "მუხლი 17. ობიექტები, რომლებზედაც არ გაიცემა პატენტი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/17"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "17"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ობიექტები, რომლებზედაც არ გაიცემა პატენტი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/17

პატენტი არ გაიცემა:
ა) გამოგონებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;
ბ) ადამიანის ან ცხოველის მკურნალობის ქირურგიულ ან თერაპიულ ხერხებზე, აგრეთვე დიაგნოსტიკურ ხერხებზე, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ან ცხოველის სხეულზე. ეს წესი არ ვრცელდება აღნიშნულ ხერხებში გამოყენებულ მოწყობილობებზე, ნივთიერებებსა და ნაერთებზე;
გ) მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშებზე, აგრეთვე მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) სასარგებლო მოდელზე, რომელიც ეხება მიკროორგანიზმთა შტამებს, მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების კულტურებს, ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის ობიექტებს, ქიმიური ხერხით მიღებულ ნივთიერებებს, მათ შორის, ფარმაცევტულ ნივთიერებებს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
თავი IV. გამომგონებელი და პატენტის მიღების უფლება
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/18.md
