---
title: "მუხლი 18. გამომგონებელი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/18"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "18"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-05-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. გამომგონებელი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2024-05-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 18 (consolidated as of 2024-05-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/18

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

2¹. გამომგონებელს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს გამომგონებლად განაცხადსა და პატენტში.

3. გამომგონებლის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.

4. თუ გამოგონება შექმნა რამდენიმე პირმა, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაგამომგონებლად.

5. თანაგამომგონებელთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში თანაგამომგონებლები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/19.md
