---
title: "მუხლი 22¹. პატენტრწმუნებულის დანიშვნა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/22-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "22^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22¹. პატენტრწმუნებულის დანიშვნა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 22¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/22-1

1. საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული (არსებობის შემთხვევაში).

2. განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც საქართვე­ლოში მუდმივი საცხოვ­რებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს პატენტ­რწმუნებული.

3. თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

4. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დას­ტურდება განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომად­გენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/22-2.md
