---
title: "მუხლი 24. განაცხადი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/24"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "24"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. განაცხადი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 24 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/24

1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე;
ბ) გამოგონების აღწერილობას;
გ) გამოგონების ფორმულას;
დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად;
ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.

1¹. პატენტის მიღების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს გამომგონებლის შესახებ მონაცემებს, რომელთა სიზუსტისა და უტყუარობისთვის პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.

2. განმცხადებლის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში განაცხადს წარდგენისთანავე ან მისი წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.

4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე.

5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქარ­თული თარგმანი. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/25.md
