---
title: "მუხლი 29. გამოყოფილი განაცხადი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/29"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "29"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. გამოყოფილი განაცხადი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 29 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/29

1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტში შეტანილი განაცხადი ნაწილებად დაყოს და გამოყოფილი განაცხადი წარადგინოს. გამოყოფილი განაცხადის საგანი არ უნდა გასცდეს შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს.

2. გამოყოფილ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.

3. გამოყოფილი განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ინსტრუქციით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/30.md
